„სტარტაპ საქართველო სს "საპარტნიორო ფონდის" მიერ დაფუძნდა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს დამწყები ბიზნესის (სტარტაპების) განვითარებას საქართველოში. სააგენტო ახორციელებს მაღალტექნოლოგიური კომპონენტის დაფინანსებას შემდეგი მიმართულებებით: ავიაკოსმოსური წარმოება, ავტომობილები, ხელოვნური ინტელექტი, კომპიუტერული ინჟინერია, ნანოტექნოლოგიები, ბირთვული ფიზიკა, რობოტიკა და სხვა.


„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ არის ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრიული ჯგუფი საქართველოში. კომპანია ფლობს დივერსიფიცირებულ ბიზნეს პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს ნახშირის მოპოვებას, ელ. ენერგიის გამომუშავებას, ბუნებრივი აირით ვაჭრობას და უძრავი ქონების მართვას


"საქნახშირი" ნახშირის ერთადერთი მომპოვებელი კომპანიაა საქართველოში. კომპანია ახორციელებს შემდეგ ოპერაციებს: ნახშირის მოპოვება, ტრანსპორტირება, გამდიდრება და ელექტროენერგიის გენერაცია.


„საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ (სსეკ) ერთ-ერთი უმსხვილესი მულტიფუნქციური ენერგეტიკული კომპანიაა საქართველოში, რომელიც ერთდოულად ფლობს და ოპერირებას უწევს როგორც ჰიდრო, ასევე თბოელექტროსადგურს.



"ნეოგაზი" ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც დაკავებულია შეკუმშული ბუნებრივი აირის რეალიზაციით საქართველში. "ნეოგაზი" ფლობს ყველაზე ფართო ქსელს ქვეყნის მასშტაბით და გვთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიურ საწვავს


ქუთაისის ავტომექანიკურ ქარხანას 72 წლიანი ისტორია და ტრადიაცია აქვს. ის რეგიონში ერთ-ერთი უძველესი საწარმოა. ქარხანა ყოფილი საავტომობილო ქარხნის ბაზაზე დაარსდა, რომელიც 1945 წლიდან ფუნქციონირებდა. ქარხანას მომხმარებელს შეუძლია შესთავაზოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის და მოწყობილობების ფართო სპექტრი



"გლობალ ტრანსი" აწარმოებს ბუნებრივი რესურსების მოპოვებას, გადამუშავებასა და რეალიზაციას. მისი საქმიანობის ძირითად სფეროს საშენ მასალათა, მათ შორის ცემენტის ტრანსპორტირება წარმოადგენს.


„ტიფლის სითი“ დაარსდა 2007 წელს, როგორც „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში“ შემავალი უძრავი ქონების მართვის კომპანია. „ტიფლის სითის“ ბიზნეს პროფილი საკმაოდ დივერსიფიცირებულია და აერთიანებს ისეთ მიმართულებებს როგორებიცაა: ბიზნეს ცენტრები, კომერციული ფართები, სასტუმროები, საცხოვრებელი პროექტები, სასაწყობე მეურნეობები, სამაცივრე საწყობები და სხვა. კომპანია „ტიფლის სითი“ ასევე დაკავებულია უძრავი ქონების მენეჯმენტით და ამ სფეროში გააჩნია შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.


რესტორანი "კიოტო" სტუმრებს სასიამოვნო და აღმოსავლურად დახვეწილ გარემოს სთავაზობს. "კიოტოს" თავაზიანი ატმოსფერო, ტრადიციული ეტიკეტის დაცვით, მომხმარებლებს აზიარებს იაპონური კულინარიის მდიდარ გამოცდილებას.




„ბიზნეს ცენტრი საბურთალო“ არის "ტიფლის სითის" შვილობილი კომპანია. „ბიზნეს ცენტრი საბურთალო“ მდებარეობს თბილისის ცენტრში, ყველაზე პოპულარულ კომერციულ ადგილას. ბიზნეს ცენტრში განთავსებულია კომერციული და საოფისე ფართები.



ფინანსური ბიურო 2015 წელს გამოცდილი მმართველი გუნდის მიერ დაარსდა. კომპანია მოვალეებსა და საფინანსო ორგანიზაციებს შორის შუამავლის როლს ასრულებს, მართავს პრობლემურ აქტივებს და სთავაზობს სრულ იურიდიულ მომსახურებას. ფინანსური ბიურო ახორციელებს ინვესტირებას აქტივების ყიდვის მიმართულებით.



სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა. „ელემენტ  კონსტრაქშენი” სთავაზობს მომხმარებლებს გონივრულ, ოპტიმალურ და თანამედროვე  გადაწყვეტილებებს მშენებლობის დაგეგმვის, მართვისა და შესრულების კუთხით. 2010 წელს კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. არსებული რესურსების ოპტიმიზაციითა და ახალგაზრა, მოტივირებული და პროფესიონალი გუნდის მეშვეობით კომპანიამ სამშენებლო სფეროში მოახდინა ძლიერი პოზიციონირება, 2016 წელს კი განიცადა რებრენდინგი და სამშენებლო ბაზარზე დამკვიდრდა ,,ელემენტ კონსტრაქშენი“- სახელით.

 


სამშენებლო კომპანია „METTA” 2018 წელს დაარსდა. კომპანიას მართავს ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდი, რომელთა მთავარი მიზანია სამშენებლო სფეროში ახალი და ინოვაციური მიდგომების დანერგვა. კომპანია განვითარების ეტაპზეა და მუდმივად ეძებს ახალგაზრდა და მოტივირებულ თანამშრომლებს



შპს „ტვინო“ არის ფინანსური გუნდის Twino-ს წევრი, რომელიც ოპერირებს 5 ქვეყანაში. იგი წარმოადგენ ონლაინ სესხების პლატფორმას, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ისარგებლოს სხვადასხვა ტიპის სწრაფი სესხით სახლიდან გაუსვლელად. კომპანია TWINO საქართველოში წარმოდგენილია Net Credit ბრენდის სახელით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად ვითარდება.


სს „საპარტნიორო ფონდი" არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი რომელიც დაარსდა 2011 წელს. „საპარტნიორო ფონდი" შეიქმნა სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე. ფონდის მთავარი დანიშნულებაა საქართველოში ინვესტიციების წახალისებ საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით


ჯეონეთი კორპორაციულ მომხმარებელზე ორიენტირებული სატელეკომუნიკაციო სერვისების პროვაიდერი კომპანიაა. მას აქვს კორპორაციულ სექტორზე მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება. ჯეონეთის გუნდი დაკომპლექტებულია სატელეკომუნიკაციო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური, სერთიფიცირებული პერსონალით, რომელიც მომხმარებლებს უწევს პროფესიონალურ კონსულტაციებს ICT სფეროში.



დრიმ სერვისი არის  პირველი მულტისერვისული კომპანია რომელიც გთავაზობთ საყოფაცხოვრებო მომსახურების ფართო სპექტრს ერთ სივრცეში.ჩვენი ძირითადი მიმართულებებია: ბინების დალაგება - დასუფთავება, ავეჯის გადაზიდვა, ხელოსანი გამოძახებით და ა.შ. კომპანიის მიზანია რაც შეიძლება მეტი მომსახურება შესთავაზოს მომხმარებელს, რომელიც მას ყოველთვის და აუცილებლად სჭირდება და მოაქციოს ერთ სივრცეში.დრიმ სერვისი არის  პირველი მულტისერვისული კომპანია რომელიც გთავაზობთ საყოფაცხოვრებო მომსახურების ფართო სპექტრს ერთ სივრცეში.ჩვენი ძირითადი მიმარ.


კომპანია ვაისი, რომელიც საქართველოს ბაზარზე შემოვიდა 2016 წელსწარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგის - შპს ბლოკ-ჯორჯიას შვილობილ კომპანიას. კომპანია ვაისმა შეძლო უმოკლეს დროში გამხდარიყო ყველაზე დიდი გაყიდვების კომპანია საქართველოში და დაეკომპლექტებინა გუნდი ისეთი თანამშრომლებით, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ აღნიშნული მიმართულებით.


კომპანია "პროსერვისი" 2003 წლიდან მოღვაწეობს და ქართული ბაზრის ლიდერია ინტერნეტ პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების სფეროში. "პროსერვისი" წარმოადგენს განვითარებაზე ორიენტირებულ მუდმივად მზარდი ტიპის კომპანიას, რომლის პრიორიტეტია პროფესიონალურ დონეზე მართოს საკუთარისერვისი, დააკმაყოფილოს კლიენტებისა და პარტნიორების მზარდი მოლოდინი


სააქციო საზოგადოება „სილქნეტი“, სილქ როუდ ჯგუფის შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2010 წლის 12 მარტს დაფუძნდა და საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ლიდერობას ინარჩუნებს. სილქნეტის უპირველესი ამოცანაა მომხმარებელს შესთავაზოს ინოვაციური და მოთხოვნაზე ორიენტირებული მაღალხარისხიანი მომსახურება. „სილქნეტი“ ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. კომპანიის გუნდი, ქვეყნის მასშტაბით,  2500 თანამშრომელს აერთიანებს.


სს "ელიტ ელექტრონიქსი" საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 1996 წლიდან ფუნქციონირებს. დაარსების დღიდან მისი მისიაა ღირსეული წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში. სს"ელიტ ელექტრონიქსი" გამოირჩევა საუკეთესო მომსახურებითა და ტექნიკის ფართო ასორტიმენტით. დღეს კომპანიაში 460 თანამშრომელია დასაქმებული და ეს ციფრი მუდმივად იზრდება.


"ორი ნაბიჯი" წარმოადგენს ყველაზე სწრაფად მზარდ და წარმატებულ კომპანიას საცალო გაყიდვების სფეროში. დღესდღეობით კომპანია 150 მდე ობიექტს აერთიანებს და წარმოადგენს ყველა მსხვილ სავაჭრო ქსელს ქვეყნის მასშტაბით. ქსელი დღითი დღე იზრდება და კომპანიას მუდმივად სჭირდება გუნდის ახალი წევრები. დინამიური განვითარების პროცესში კომპანია ყველაზე ღირებულ აქტივად სწორედ თანამშრომელთა გუნდს განიხილავს, რომლის ძალისხმევის გარეშე წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა.


საცალო გაყიდვების ქსელი „კარფური“, როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების ზრდასა და განვითარებას. მსოფლიოს მასშტაბით  „კარფურის“ ქსელში უკვე დასაქმებულია 40 000 - ზე მეტი თანამშრომელი.


შპს “ჯი დი სი სი” დაფუძნდა 2016 წელს და გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსების დღიდან ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს სხვადასხვა სეგმენტებში. კომპანიის მიზანია სამომხმარებლო ქსელის მსოფლიოს ბრენდების პროდუქციით მომარაგება. კომპანიაში მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 350-მდე თანამშრომელი. კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და კომფორტული გარემოს შექმნაზე.

 

კომპანია "მეტრომარტი" ყველაზე დიდი ტექნიკის ჰიპერმარკეტია საქართველოში. ის გამოირჩევა საუკეთესო მომსახურებითა და ტექნიკის ფართო ასორტიმენტით. კომპანიის ძირითადი ღირებულებაა როგორც მომხმარებლების, ასევე თანამშრომლების და პარტნიორების კმაყოფილებაზე ზრუნვა. კომპანია მუდმივად განვითარების პროცესშია და დღემდე საქართველოს მასშტაბით მაღაზიათა ქსელის მუდმივ გაფართოებას აგრძელებს.


კომპანია "გრინვეი" ხარისხიან, მარტივ და უსაფრთხო სერვისს აწვდის ყველას, ვისაც სატრანსპორტო საშუალების ტექ. დათვალიერება სჭირდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით კომპანიას აქვს 26 ცენტრი, ხოლო სპეციალურად მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის  მობილური სადგურები. "გრინვეი"-ს წარმატება პროფესიონალების ერთიან გუნდს ეფუძნება. მათი სპეციალისტები მუდმივად სწავლობენ და ვითარდებიან. ეს საშუალებას აძლევს კომპანიას ქონდეს გამორჩეული, სანდო და უსაფრთხო მომსახურება."გრინვეი"-ს  მთავარი ღირებულებაა  მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა.

 

ალდაგი პირველი ქართული სადაზღვევო კომპანიაა, რომელმაც 1990 წელს დაიწყო თავისი საქმიანობა და დღემდე ინარჩუნებს ლიდერობას ბაზარზე. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ახალი და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლების მოძიება. ალდაგში დასაქმება საინტერესო და რაცმთავარია სტაბილურია, რასაც წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება და ძლიერი კორპორატიული კულტურა განაპირობებს.

 

სს „ხალიკ ბანკი საქართველო“  -  სს „ყაზახეთის სახალხო  ბანკის“ შვილობილი ორგანიზაციაა და საქართველოს საბანკო  ბაზარზე საქმიანობას 2008 წლიდან შეუდგა. სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ ინარჩუნებს თავის ნიშას საბანკო ბაზარზე და თავის მომხმარებელს სთავაზობს კონკურენტუნარიანი პირობების მქონე საბანკო პროდუქტებს. ბანკი ქმნის უნივერსალურ საბანკო დაწესებულებას თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით, ფართო საფილიალო ქსელით, მაღალკვალიფიციური თანამშრომლებითა და ეფექტური რისკ-მენეჯმენტის სისტემით; კომპანიის პრიორიტეტია ყველა კატეგორიის კლიენტთან თანამშრომლობა, მათთვის კონკურენტუნარიანი პროდუქტებისა და ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება.

 

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (კსუ) ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის ყველა პროგრამა აკრედიტებულია. კსუ-ს სტუდენტთა კონტინგენტის რაოდენობა განსაზღვრულია ჯამში  7400 სტუდენტით. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 1995 წელს დაარსდა და ამჟამად ახორციელებს საბაკალავრო, ერთსაფეხურიან, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს.

 

"პროქსიმა სოლუშენსი" არის ERP საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ეხმარება მომხმარებლებს ბიზნესის ეფექტურობის გაუმჯობესებაში, კომპანია აქარმოებს  "Microsoft Dynamics AX"-ის დანერგვის, დეველოპმენტის, მხარდაჭერის და ტრეინინგების სერვისებს საშუალო და მსხვილი კომპანიებისთვის. კომპანიის ფუნქციონალური და ტექნიკური კონსულტანტები არიან კომპანია "მაიკროსოფტის" მიერ სერტიფიცირებული პროფესიონალები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება მიღებული მრავალ წარმატებულ პროექტში.  

 

"სასტუმრო „ასტორია“ მდებარეობს თბილისის შუაგულში, მთაწმინდის ფერდობზე, რომელიც გამოირჩევა მშვიდი და გამწვანებული გარემოთი. სასტუმრო თავის სტუმრებს სთავაზობს მშვიდ და კომფორტულ გარემოს, მომსახურების სრულ პაკეტს, მათ შორის: საცურაო აუზი,  სავარჯიშო დარბაზი, ორი საკონფერენციო დარბაზი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით, ასევე სასტუმროს აქვს საკუთარი საავტომობილო პარკინგი, ლაუნჯ ბარი, ორი რესტორანი, სადაც გაგიმასპინძლდებიან ქართული და ევროპული სამზარეულოთი

 

 

 

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი" ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში.„მრჩეველი“ გერმანელ პარტნიორებთან ერთად ნერგავს ხარისხზე, სიზუსტესა და პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას.