როგორ შევადგინოთ ეფექტური რეზიუმე?

დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი სტატია თუ ინსტრუქცია წაგიკითხვათ ამ თემასთან დაკავშირებით, ალბათ რაღაც რჩევები გაითვალისწინეთ კიდეც მაგრამ გამეორება და კიდე რაღაც ახლის აღმოჩენა არასდროს არის ცუდი. იდეალური რეზიუმეს ცნება ალბათ  ინდივიდუალურია, ისევე როგორც თითოეული ადამიანი, თუმცა არსებობს გარკვეული წესები, რომლებიც სასურველია ვიცოდეთ იმისათვის, რომ ჩვენი რეზუმე ეფექტურად გამოიყურებოდეს და პოტენციურ დამსაქმებელზე პირველადი შთაბეჭდილება მოახდინოს. სწორედ რეზიუმეს წაკითხვის შემდეგ უნდა გაუჩნდეს დამსაქმებელს სურვილი, რომ მეტი გაიგოს აპლიკანტის შესახებ. თანამედროვე  ეპოქაში რეზიუმეს ძალიან ბევრი სახეობა არსებოს, შეიძლება ითქვას, რომ რამდენი პროფესიაც არის იმედენი სახეობის რეზიუმეს ფორმა არსებობს. მაგალითად ფინანსისტების, ბანკირების და ზოგადად ეკონომისტების რეზიუმე ძალიან მარტვი და აკადემიური ფორმით  გამოირჩევა, არ არის გადატვირთული სხვადასხვა ილუსტრაციებით და სიმბოლოებით. ხოლო IT სფეროში მომუშავე სპეციალისტების რეზიუმეს რომ გადავხედოთ, პირიქით დატვირთულია ისეთი ელემენტებით, რომელიც ხაზს უსვავს მისი მფლობელის ტექნიკურ უნარჩვევებს. ასე რომ გთავაზობთ რამდენიმე ოქროს წესს რეზიუმეს სწორად შესაქმნელად.

- პირველი, რითიც რეზიუმე უნდა იწყებოდეს არის ინფორმაცია ჩვენი პიროვნების შესახებ - სახელი/გვარი, დაბადების თარიღი,  საკონტაქტო ინფორმაცია და ფოტოსურათი. აი მივადექით ძალიან დამაბნეველ საკითხს, როგორი უნდა იყოს ფოტოსურათი? ან საერთოდ  რა საჭიროა? ამ საკითხზე მრავალი მოსაზრება არსებობს. საქმე ის არის, რომ არსებობს გარკვეული პოზიციები, რომლისთვისაც  აპლიკანტის  გარეგნობა არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე მისი განათლება თუ გამოცდილება, ამიტომ ასეთი პოზიციებისთვის HR-ები  ითხოვენ ფოტოსურათს, რაც შეეხება სურათის ფორმატს სასურველია ფოტო იყოს აკადემიური, არ არის სასურველი რეზიუმეს დავურთოთ  ე.წ სელფი ან სუფრასთან გადაღებული ფოტო. დამეთანხმებით ალბათ, რომ რეზიუმე ემსახურება პირველი და რაც მთავარია კარგი  შთაბეჭდილების დატოვებას მკითხველზე, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია ვიზუალური მხარე იყოს მოწესრიგებული.

- შემდეგი ნაბიჯია სამუშაო გამოცდილება. ამ შემთხვევაში მივუთითოთ ორგანიზაცია, დაკავებული პოზიცია, მუშაობის პერიოდი და სასურველია მოკლედ ავღწეროთ მოვალეობები, თუმცა ბოლო პერიოდში სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სამუშაო აღწერილობაში უნდა მივუთითოთ არამხოლოდ ის რაც გვევალებოდა, არამედ რეალურად რა გვაქვს გაკეთებული ამ კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობისას.

სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია არ უნდა იყოს გადატვირთული, მაგალითად თუ ერთი კომპანიაში  რამდენიმე პოზიცია გვქონდა დაკავებული სხვადასხვა დროს, სასურველია მივუთითოთ მხოლოდ ბოლო 2 ან 3  პოზიცია და მის შესახებ ინფორმაცია. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ ძალიან მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება გვაქვს, არ არის აუცილებელი ყველას მითითება, მივუთითოთ მხოლოდ ის პოზიციები, რომლებიც თვილით რომ დაგეხმარათ კარიერულ განვითარებაში.

სამუშაო გამოცდილების შემდეგ დამსაქმებელს აინტერესებს ჩვენი განათლება.  განათლების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს სასწავლო დაწესებულების დასახელებას, მიღებულ ხარისხს, სპეციალობას და სწავლის პერიოდს. აქვე უნდა გავითვალისწიოთ, რომ არ არის აუცილებელი მივუთითოთ ბაღი, სკოლა და გამოსაშვების დამადასტურებელი ფოტომასალა, საკმარისია ბოლო და ყველაზე მაღალი ხარისხის განათლების მითითება.

შემდეგი ინფორმაცია, რასაც უნდა შეიცავდეს ეფექტური რეზიუმე არის ტრენინგები და კურსები, მათი არსებობის შემთხვევაში, თუმცა ეს ინფორმაცია არ არის აუცილებელი. სასურველია მივუთითოთ ისეთი ტიპის ტრენინგები ან კურსები, რომლებიც თქვენი პროფესიის მაღალკვალიფიციურობას უსვავს ხაზს.

რეზიუმეს ბოლოში სასურველია მივუთითოთ ინფორმაცია ენების და კომპიუტერული პროგრამების ცოდნის დონის შესახებ. ენების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მათ ჩამონათვალს და ცოდნის ხარისხს. ხშირად რეზიუმეში ენების ცოდნა ჩაშლილია დეტალურად, მაგ: წერა, კითხვა და საუბარი, თუმცა ასე დეტალურად ჩაშლა არ არის აუცილებელი. რაც შეეხება კომპიუტერულ პროგრამებს, აქ სასურველია მივუთითოთ ყველა ის პროგრამა, რომელთანაც გვაქვს მუშაობის გამოცდილება.

და ბოლოს... ეფექტური რეზიუმე მთავრდება რეკომენდატორების გრაფით. ეს ის ხალხია, ვინც დადებითად უნდა დაგვახასიათოს. სასურველია მივუთითოთ პიროვნებები ბოლო სამუშაო ადგილიდან, უნივერსიტეტიდან ან ერთობლივად განხორციელებული პროექტებიდან და ა.შ.  მაგრამ, არ არის აუცილებელი რეკომნდატორის პირადი ინფორმაცია გავხადოთ საჯარო, ამიტომ შეგვიძლია მივუთითოთ, რომ კონკრეტული დაინტერესების შემთვევაში მზად ვართ მივაწოდოთ პოტენციურ დამსაქმებელს მისი საკონტაქტო ინფორმაცია.

6 ოქროს წესი გამოვიდა, იმისთვის რომ გვქონდეს მოკლე, ლაკონური და ეფექტური რეზიუმე. აქვე დავამატებ, რომ კარგი იქნება თუ რეზიუმეში მითითებული ინფორმაცია არ იქნება ძალიან ამომწურავი, რადგან დამსაქმებელს უნდა გაუჩნდეს კითხვები, რაზეც ამომწურავად უკვე გასაუბრებისას მოვუყვებით.

გისურვებთ წარმატებებს!