როგორ ავიყვანოთ ახალი კადრი ან ვინ დავაწინაუროთ

ჩემი ორმოცწლიანი კონსულტაციების განმავლობაში არაერთ შეხვედრას დავსწრებივარ, რომელთა მთავარი თემა იყო ახალი თანამშრომლის აყვანა. შევამჩნიე, რომ არსებობს გარკვეული პრინციპი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ შეიძლება დავაწინაუროთ და ვინ - არა. ადამიანი დაწინაურებისა თუ ვაკანტური პოზიციის დაკავების კანდიდატი ხდება თავისი მიღწევების, პროფესიული მომზადებისა და გამოცდილების მიხედვით; თუმცაღა, ყოველთვის ასე არ ხდება. შეკითხვა, რომელიც წყვეტდა კანდიდატის მიერ პოზიციის დაკავებას შემდეგში მდგომარეობდა: აღიქვამენ თუ არა ახალ  ხელმძღვანელს თანამშრომლები ლიდერად?