HrLab - მა GIG-სთან მემორანდუმი გააფორმა

კომპანია HrLab-მა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ კომპანიასთან - „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან“ (GIG). ჰოლდინგში, მიმიდინარე ეტაპზე დასაქმებულია 4000 - მდე თანამშრომელი და ეს ციფრი მუდმივად მზარდია. "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" აერთიანებს 10-ზე მეტ კომპანიას. შვილობილი კომანიები ორიენტირებულნი არიან წინსვლასა და განვითარებაზე, შესაბამისად მუდმივად იძიებენ ახალ კადრებს. HrLab კი მათ ახალი, მოტივირებული და კვალიფიციური კადრების მოძიებაში დაეხმარება.